ჩვენს გამოკითხვაში კრივის შესახებ 40-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 87 პროცენტს აქვს ცოდნა კრივის შესახებ, ანუ მათ წარმოდგენა აქვთ, თუ რა არის ეს. 36 პროცენტმა განაცხადა, რომ არასდროს უყურებია კრივის მატჩები. საშუალოდ, მათ კრივისადმი ინტერესი ხუთიდან 4.5 ქულით შეაფასეს. 24 ადამიანი კრივს სპორტად მიიჩნევს და 37.2% ფიქრობს, რომ ის ძალიან საშიშია. 65.9%-მა აღნიშნა, რომ კრივი ფიზიკურ განვითარებას უწყობს ხელს. 45.5% ფიქრობს, რომ კრივი მამაკაცებისთვისაა, ხოლო 43.2% ფიქრობს, რომ ის ყველასთვისაა. ადამიანების 70.5% იცნობს რომელიმე ცნობილ მოკრივეს. ადამიანების 61.4% ფიქრობს, რომ კრივი პოპულარულია საქართველოში, მაგრამ 18.2% ფიქრობს, რომ არა. და ბოლოს, ადამიანების 47.7% მხარს უჭერს კრივის განვითარებას საქართველოში.
No comments:
Post a Comment